საქართველოს ეროვნული ნაკრების და უკვე ყარაბახის ყოფილი ფეხბურთელი ლუკა გუგეშაშვილი კარიერას ევროპაში გააგრძელებს.
აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია ფეხბურთელმა პირველ არხთან საუბარში დაადასტურა და აღნიშნა, რომ შემოთავაზება ორი კლუბიდან აქვს.
"აზერბაიჯანი წინა სეზონის დასრულების შემდეგ დავტოვე და კარიერას ევროპაში გავაგრძელებ, თუმცა კლუბს ვერ დავასახელებ, რადგან ჯერ კონტრაქტი არ გამიფორმებია, როცა ეს მოხდება ყველაფერს შეიტყობთ.
ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია დანამდვილებით, რომ ორი ძალიან კარგი ვარიანტი მაქვს და ორივე დასავლეთ ევროპის კლუბია - საბოლოო არჩევანს მალე გავაკეთებ", - განაცხადა გუგეშაშვილმა.