მიულერის მიმართვა პსჟს - როგორ გამოეხმაურა გერმანელი ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრას? (ვიდეო) » სპორტის ხაზი

მიულერის მიმართვა პსჟს - როგორ გამოეხმაურა გერმანელი ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრას? (ვიდეო)

მიულერის მიმართვა პსჟს - როგორ გამოეხმაურა გერმანელი ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრას? (ვიდეო)
8-11-2022, 21:07
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე მოგახსენეთ, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

კენჭისყრის შედეგად, დადგინდა, რომ ნაგელსმანის გუნდი პსჟს დაუპირისპირდება, აღნიშნულ ფაქტს კი როგორც მოსალოდნელი იყო, ტომას მიულერი სპეციალური ვიდეოთი გამოეხმაურა:

"პარიზი, ძალიან კარგი გუნდია, ძალიან კარგი ფეხბურთელებით. სამწუხაროდ, ორი გუნდიდან ერთ-ერთი ვერ გადის შემდეგ ტურში...

ამჯერად, არა მშვიდობით
(აქ იგულისხმება მიულერის წინა დაპირისპირების დროს ჩაწერილი იუმორისტული ვიდეო, სადაც პსჟს ჩემპიონთა ლიგიდან აცილებდა, ემშვიდობებოდა).

ბოლო პერიოდში, პსჟს მიმართ დიდი პატივისცემა გამაჩნია და მოუთმენლად ველოდები ამ დაპირისპირებას, რომელიც მომავალ წელს გაიმართება. შევხვდებით, ნახვამდის! დიდი თამაში ფეხბურთში, დიდი თამაში", - განაცხადა მიულერმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი