"ნაპოლის კვარას არყოფნა არ ეტყობოდა? - ეს სამარცხვინო ტყუილია" - Corriere dello Sport » სპორტის ხაზი

"ნაპოლის კვარას არყოფნა არ ეტყობოდა? - ეს სამარცხვინო ტყუილია" - Corriere dello Sport

"ნაპოლის კვარას არყოფნა არ ეტყობოდა? - ეს სამარცხვინო ტყუილია" - Corriere dello Sport
8-11-2022, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში ბერგამოს "ატალანტამ" ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" უმასპინძლა, სადაც ქართველ ფეხბურთელს მონაწილეობა მიღებული ტრავმის გამო არ მოუწია. ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლური გუნდის მეორე მარცხენა განაპირა შემტევმა, კერძოდ ელიფ ელმასმა ჩაანაცვლა, რომელმაც საბოლოოდ, სპალეტის გუნდისთვის გამარჯვების გოლიც კი გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ კვარაცხელიას არყოფნის მიუხედავად, გუნდი კარგად გამოიყურებოდა და იტალიელმა სპეციალისტმა სწორედ ჩრდილოეთ მაკედონიელი ფეხბურთელის დამაჯერებელი თამაში გამოარჩია.

ლუჩანო სპალეტის ამ სიტყვებს Corriere dello Sport გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ კვარაცხელიას არყოფნა მოედანზე საგრძნობი იყო, რაც ხაზებს შორის მოძრაობის გართულებით აიხსნება:

"ნაპოლის კვარაცხელიას არყოფნა არ ეტყობოდა? - ეს სამარცხვინო ტყუილია. იმის მიუხედავად, რომ ნაპოლიმ მოიგო, პარტენოპეისთვის კვარას დანაკლისი მაინც თვალშისაცემი იყო. რასაკვირველია, ელიფ ელმასმა თავისი გამარჯვების გოლით ნაპოლის დიდი საქმე გაუკეთა, თუმცა, როდესაც ნაპოლის ხვიჩა კვარაცხელია აკლია, მაშინ სპალეტის გუნდის ფანტაზია და კრეატივი საგრძნობლად იკლებს, განსაკუთრებით კი ხაზებს შორის გავლის დროს." - წერს იტალიური პრესა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი