საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თურქეთთან მარცხის შემდეგ პირველი ვარჯიში ჩაატარა, თუმცა არასრული შემადგენლობით.
სამწვრთნელო სესიაზე მხოლოდ იმ ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა, ვინც წინა დაპირისპირებაში არ ითამაშა, ან სათადარიგოდან შემოვიდა.
გიორგი ქვილითაიამ ვარჯიშდან მედიას ინტერვიუ მისცა.
"მიუხედავად კარგი თამაშისა, წავაგეთ და ბედნიერი ვერავინ იქნებოდა. თუმცა, კარგი ფაქტი ისაა, რომ ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩის წაგებით თან უკმაყოფილო ხარ და თან ის შეგრძნება გაქვს, რომ თამაში მოსაგები გქონდა, ეს გაძლევს ბედნიერების საფუძველს.
"თავიდანვე ვთქვით, რომ აქ ტურისტებად არ ვართ, არამედ შედეგის მისაღწევად, შედეგი იქნება ჯგუფიდან გასვლა და თუ ეს გვინდა, ჩეხეთთან უნდა მოვიგოთ. მიუხედავად იმისა, რომ სტადიონზე ბევრად ნაკლები ვიყავით ქართველები, მთელი თამაშის განმავლობაში იგრძნობოდა ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერა, ამით ბედნიერები ვართ, ისინი ჩვენ გამო ბოლომდე იხარჯებიან და ჩვენც აუცილებლად ასე მოვიქცევით და ბოლომდე დავიხარჯებით."
- აცხადებს ქვილითაია.