წაგების მიუხედავად - უცხოელმა გულშემატკივრებმა საქებარი სიტყვები არ დაიშურეს » სპორტის ხაზი

წაგების მიუხედავად - უცხოელმა გულშემატკივრებმა საქებარი სიტყვები არ დაიშურეს

წაგების მიუხედავად - უცხოელმა გულშემატკივრებმა საქებარი სიტყვები არ დაიშურეს
18-06-2024, 23:14
Aa Aa
გაზიარება:

უეფას ოფიციალურ სოციალურ ქსელში საქართველოს წაგების მიუხედავად ნეიტრალურმა ქომაგებმა "ჯვაროსნების" მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს.

გთავაზობთ მათ კომენტარებს Facebook-დან.

რა მატჩი იყო! აქამდე ტურნირის საუკეთესო მატჩი. უწყვეტი შეტევები, გასაოცარი გოლები, ამდენი აცილება, მღელვარება იყო უმაღლესი დონის მთელი მატჩის მანძილზე. შესაძლოა საქართველო ამ ტურნირზე ყველაზე დაბალი რეიტინგის გუნდია, მაგრამ დღევანდელი საღამოს შემდეგ ისინი ყველას პატივისცემას იმსახურებენ


ახლა ვიეტნამში ღამის 1 საათია და მე ჯერ კიდევ მღვიძავს და ვტკბები ამ ფანტასტიკური მატჩით. საქართველო, უმაღლესი დონის სანახაობა იყო; მიუხედავად იმისა, რომ დამარცხდით, ბრწყინვალედ იბრძოლე. მადლობა ყველას ტურნირის აქამდე საუკეთესო მატჩისთვის


რა ამაღელვებელი მატჩი იყო - უდავოდ საუკეთესოა ტურნირის აქამდე! ბევრს ვულოცავ თურქეთს, მაგრამ ღმერთო ჩემო მადლობელი - რა უიღბლო იყო საქართველო, 3-1 მათთვის საკმაოდ მძიმე შედეგია საბოლოო ჯამში. საქართველო მთელი დროის განმავლობაში მძიმედ იბრძოდა და, რა თქმა უნდა, შეეძლო თამაშიდან ქულის მოპოვება მაინც - სამწუხაროდ, ასე არ იყო გამიზნული. მაგრამ, რა შესანიშნავი სადებიუტო თამაშია ევროპის ჩემპიონატზე - უზომოდ ვამაყობ საქართველოთი! 🇬🇪 🇪🇺 მაღლა აწიეთ თავი, ძმებო და დებო წმინდა გიორგი, ეს მხოლოდ მოგზაურობის დასაწყისია.


საქართველომ დიდებულად ითამაშა, წაგება არ დაუმსახურებიათ (ქომაგი სერბეთდან)


კარგი თამაში და დიდი სითამამე ქართველების მხრიდან


ქართველებმა ისე ითამაშეს, რომ მათი მოგება მინდოდა


დიდი, დიდი პატივისცემა საქართველოს, ულამაზესი თამაში. მამაცი ბიჭები (კალიფორნიელი გოგონა)


თურქებმა მატჩი მოიგეს, ქართველებმა კი ჩვენი გულები


საუკეთესო მატჩი მიმდინარე ევროზე. ორივე გუნდს ვულოცავ. პატივისცემა პოლონეთიდან.


დიდებული ბრძოლა ქართველების მხრიდან - უნდა იამაყოთ!


ეს მატჩი არის იმის მაგალითი, თუ რატომ გვიყვარს ფეხბურთი ასე ძალიან. დიდებული შეხვედრა გამოდგა, ვულოცავ თურქებს, ქართველებმა კი დედებულად ითამაშეს.






კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი