საქართველო-თურქეთის დაპირისპირებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ეს არის მატჩი, რომელსაც ქართული ფეხბურთის ისტორიის შეცვლა შეუძლია.
ამ მატჩამდე ერთი დღით ადრე კი გაჟღერდა სავარაუდო რიცხვი იმ ქართველი გულშემატკივრებისა, რომლებიც ამ შეხვედრას დაესწრებიან.
საქართველოდან ამ შეხვედრაზე დასასწრები ბილეთი 30 000 კაცმა იყიდა, რასაც ემატება გერმანიაში მცხოვრები ქართველები და ქომაგთა ჯგუფი.
აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სიგნალ იდუნა პარკზე 40-45 ათასამდე ქართველს ვიხილავთ.