ნაკრების ყოფილი წევრი: "რონალდუ გოლსაც ვერ გაიტანს, მას კვარაცხელია გადაუსწრებს" » სპორტის ხაზი

ნაკრების ყოფილი წევრი: "რონალდუ გოლსაც ვერ გაიტანს, მას კვარაცხელია გადაუსწრებს"

ნაკრების ყოფილი წევრი: "რონალდუ გოლსაც ვერ გაიტანს, მას კვარაცხელია გადაუსწრებს"
15-06-2024, 11:49
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილმა ფეხბურთელმა, ზაზა ჯანაშიამ ხვიჩა კვარაცხელიასა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ კომენტარი გააკეთა.

როგორც ჯანაშია ამბობს, კრიშტიანუ თავისი ასაკიდან გამომდინარე ევროზე გოლის გატანას საერთოდ ვერ შეძლებს, ხვიჩა კვარაცხელიას კი პორტუგალიელზე კარგი მაჩვენებელი ექნება:

ჩემი აზრით, ხვიჩა კვარაცხელია რონალდუზე მეტ გოლს გაიტანს. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ის ქართველია და ახალგაზრდაცაა, ხოლო კრიშტიანუ კი უკვე ასაკშია შესული. ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა ქართველი ასაკოვან პორტუგალიელს აჯობებს.

- თქვა ზაზა ჯანაშიამ.

შეგახსენებთ, რომ 39 წლის კრიშტიანუ რონალდუს ევროპის ჩემპიონატებზე 14 გოლი აქვს გატანილი, რაც ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი