საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ისთვის მზადებას ფელბერტში განაგრძობს. ვარჯიშის დაწყებამდე, მოახლოებული ტურნირის შესახებ კომენტარი ეროვნული გუნდის წევრმა, ოთარ კაკაბაძემ გააკეთა.
უკვე რამდენიმე დღეა, რაც გერმანიაში ვართ. გუნდში მშვენიერი განწყობაა, რომელიც ამხანაგურ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო ამაღლდა. ძალიან კომფორტულ გარემოში ვემზადებით. ყველაფერია იმისთვის, რომ თამაშებს მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ.
რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე პირველი, ისტორიული თამაში გველის. ვეთამაშებით ძალიან ძლიერ მეტოქეს და გაცნობიერებული გვაქვს, რამდენად მნიშვნელოვანი მატჩია.
სასიხარულოა, რომ შეხვედრაზე მრავლად იქნებიან ქართველი გულშემატკივრები, როგორც საქართველოდან, ისე ევროპის და მსოფლიოს ქალაქებიდან
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები თავის პირველ შეხვედრას 18 ივნისს, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამარათავს.