გია ჭიაბრიშვილი: "კანკავას თავიდან მუხტისთვის დაუძახეს, მაგრამ შემდეგ.." » სპორტის ხაზი

გია ჭიაბრიშვილი: "კანკავას თავიდან მუხტისთვის დაუძახეს, მაგრამ შემდეგ.."

გია ჭიაბრიშვილი: "კანკავას თავიდან მუხტისთვის დაუძახეს, მაგრამ შემდეგ.."
13-06-2024, 12:13
Aa Aa
გაზიარება:

როგორც გახსოვთ, ვეტერანი ჯაბა კანკავა ეროვნულ ნაკრებში მარტის თამაშებისთვის დაბრუნდა და გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში თავისებურად დაეხმარა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქართველმა მწვრთნელმა, გია ჭიაბრიშვილმა Leadersport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯაბას ნაკრებში ყოფნა თავიდან ბოლომდე მუხტის აწევით იყო განპირობებული:

მარტის თამაშებში კანკავას გუნდში ყოფნა მთლიანად მუხტის ამბავი იყო. იგი თავისი სიჩუმითაც ბევრს აკეთებს. კანკავა ნაკრებში ვაჟკაცობის და განწყობის შემომტანია. რაც შეეხება მასზე რისი მოყოლა შემიძლია, სიმართლე გითხრათ ბევრის არაფრის. კანკავა ისეთი ადამიანია, შეიძლება ოჯახის წევრებმაც არ იცოდნენ ჯაბაზე ბევრი.

- თქვა ქართველმა სპეციალისტმა.

სხვათა შორის, გულშემატკივართა ნაწილს დღემდე მიაჩნია, რომ ჯაბა ევროპის ჩემპიონატზეც უნდა წასულიყო, რადგან ნაკრებს გასახდელში მისი ლიდერული და კაპიტნის თვისებები აუცილებლად გამოადგებოდა.

შეგახსენებთ, რომ 38 წლის ფეხბურთელმა ლუქსემბურგის წინააღმდეგ 5 წუთი ითამაშა, საბერძნეთთან კი ბიჭებს სათადარიგოთა სკამიდან ამხნევებდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი