საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 6 დღეში თურქეთთან ჩაატარებს და უდიდესი ბრძოლის გამარჯვებით დასრულებას შეეცდება.
დიდია შანსი იმისა, რომ ვილი სანიოლმა განსაკუთრებული არაფერი შეცვალოს და კვლავ 3-5-2 ტაქტიკა აირჩიოს, რამაც ბოლო წლებში დიდ წარმატებამდე მიგვიყვანა.
ამ ნაცად სქემასთან ერთად, მოდით, ვნახოთ თუ როგორი იქნებოდა საქართველოს ნაკრების 24-კაციანი განაცხადიდან ყველაზე შემტევი ტიპის შემადგენლობა:
სქემა: 3-4-3
მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, დვალი - დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, კვარაცხელია - ლობჟანიძე, ზივზივაძე, მიქაუტაძე.