"რუსეთი მტერია და ამას ყოველთვის ვიტყვი" - ზივზივაძე საქართველოში მომხდარ მოვლენებზე » სპორტის ხაზი

"რუსეთი მტერია და ამას ყოველთვის ვიტყვი" - ზივზივაძე საქართველოში მომხდარ მოვლენებზე

"რუსეთი მტერია და ამას ყოველთვის ვიტყვი" - ზივზივაძე საქართველოში მომხდარ მოვლენებზე
5-06-2024, 18:52
Aa Aa
გაზიარება:

ქართველმა ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ "ჯაფარას პოდკასტში" ბევრ საინტერესო თემასთან ერთად, საქართველოში მომხდარ ბოლო მნიშვნელოვან მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა.

"გამოვხატე [აზრი] იმიტომ, რომ ეგრე მიმაჩნდა სწორად. მითუმეტეს, როცა ხედავ, ხალხი ასე იჩაგრება. ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძალიან დამთრგუნველია მით უმეტეს, როცა ტელევიზორში უყურებ და ერთადერთი, რაც შეგიძლია შორიდან გააკეთო, მით უმეტეს ასეთი სტატუსი რომ გაქვს, სპორტსმენი ხარ, ამხელა შესაძლებლობა გაქვს... რაღაც გვერდში დგომა მაინც უნდა ანახო იმ ხალხს, რომელიც დაიჩაგრა. ვიღაცები ამბობდნენ, რომ პროვოკაციებს აწყობდნენო. რაც არ უნდა პროვოკაცია მოაწყოს ვინმემ, ათი კაცი ერთ კაცს არ უნდა ურტყამდეს და წაქცეულ ადამიანს კიდე წიხლებით არ უნდა ურტყამდე. ზუსტად ეგ იყო ჩემს სტატუსში, რაც დავწერე, მით უმეტეს ახალგაზრდები დგანან.

ყოველთვის ვიძახდი, რომ რუსეთი მტერია და მაგას ყოველთვის ვიტყვი. დედაჩემიც აფხაზეთიდან არის დევნილი და გამოცდილი აქვს დედაჩემს ეს რუსეთის აგრესია და, რა თქმა უნდა, დედაჩემიდანაც გამომდინარე და ეგეც რომ არ ყოფილიყო, ისედაც ვხედავთ ახლა უკრაინაში რეებს აკეთებენ და ჩვენთან, თუნდაც 2008 წელს რაც გააკეთეს. მაგ დროს შეიძლება ცოტა პატარა ვიყავი, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს. რუსეთი არამარტო ჩვენთვის, თითქმის ყველასთვის მტერი სახელმწიფოა
"


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი