14 ივნისიდან 14 ივლისამდე გერმანია ევრო 2024-ს უმასპინძლებს. კონტინენტის პირველობის მატჩები 10 ქალაქის ამდენივე სტადიონზე გაიმართება.
ვილი სანიოლის გუნდი ავსტრიაში შეკრებაზე იმყოფება. დღეს გუნდს საბა ლობჟანიძე და სოლომონ კვერკველიაც შეემატნენ. პირველ ივნისამდე კი "ჯვაროსნები" 14-კაციანი შემადგენლობით ვარჯიშობდნენ. სამი დღის წინ ნაკრებს გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი და ნიკა კვეკვესკირიც შეუერთდნენ.
"ჯვაროსნებს" მხოლოდ ერთი ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე აკლია, რომელიც სამწვრთნელო პროცესს ხვალ შეუერთდება.