ბორჯღალოსნები | ნოემბრის ტესტებისთვის შემადგენლობა დასახელდა! » სპორტის ხაზი

ბორჯღალოსნები | ნოემბრის ტესტებისთვის შემადგენლობა დასახელდა!

ბორჯღალოსნები | ნოემბრის ტესტებისთვის შემადგენლობა დასახელდა!
6-11-2022, 00:00
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები 18:00 საათზე ურუგვაის ამხანაგურ მატჩში დინამო არენაზე დაუპირისპირდება.

2022 წლის ნოემბრის სატესტო მატჩებს საქართველოს სარაგბო ნაკრები 7 დებიუტანტით შეხვდება. როგორც იცით, ეროვნულ გუნდს სხვადასხვა მიზეზებით რამდენიმე მოთამაშე დააკლდება, რის გამოც მწვრთნელებმა მსოფლიოს თასამდე 1 წლით ადრე ახალ მორაგბეებს უხმეს.

"აი, რას ამბობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მოახლოებულ შეხვედრებთან დაკავშირებით: „სამწუხაროა, მაგრამ ვერაფერს შევცვლით. მწვრთნელის ხვედრი ასეთია და ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ რაღაც ეტაპზე ესა თუ ის მოთამაშე დაგვაკლდება. სწორედ ამისთვის გვინდა სიღრმეების გაჩენა და სანაკრებო სივრცეში ახალი მოთამაშეების შემოყვანა."

„ნოემბერში ძლიერი მეტოქეები და საინტერესო თამაშები გველოდება. საწყენია, რომ ორი ძირითადი ბურჯი დაგვაკლდება – ლუკა ჯაფარიძე და ბექა გიგაშვილი. პირველს ტრავმა აქვს და ოპერაცია გაიკეთა, ხოლო მეორე ოჯახური პრობლემების გამო ვერ ჩამოდის. ბექას არასდროს ჰქონია ნაკრებში ჩამოსვლასთან დაკავშირებით პრობლემა და მისი სიტუაცია ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია. ასევე ტრავმირებულია ბურჯი ნიკა ხატიაშვილი, მეორე ხაზში გრიგორ ქერდიყოშვილი და მესამეში გიორგი ცუცქირიძე, რომელიც მოედანზე 2-3 კვირაში დაბრუნდება. დისკვალიფიკაციის გამო არ გვეყოლება გელა აფრასიძე, რომელიც ჩვენთვის დიდ ძალას წარმოადგენს. ტრავმირებულია კიდევ ერთი 9 ნომერი მიშიკო ალანია, ასევე სოსო მათიაშვილი და თორნიკე კახოიძე“.

ბორჯღალოსნები | ნოემბრის ტესტებისთვის შემადგენლობა დასახელდა!


„აბრამიშვილს და ქუნთელიას 20-წლამდელთა ნაკრებიდან ვიცნობთ და კლუბებისგანაც კარგი დახასიათება აქვთ. ლა როშელში კვალიფიკაციის ასამაღლებლად იმყოფებოდა ჩვენი შერკინების მწვრთნელი ილია მაისურაძე და ქუნთელია უშუალოდ საქმეში ნახა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ახალგაზრდაა, ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ისინი საქმეში გვენახა. ასევე გვყავს აბდალაძე, რომელსაც 20-წლამდელთა ირლანდიის ნაკრებში აქვს ნათამაშები. ხაზში შავი ლომიდან ოთხი დებიუტანტია. ეს გუნდი სწორედ იმისთვის გვყავს, რომ უმტკივნეულოდ მოხდეს მოთამაშეების ჩანაცვლება. ლაშხი ადრეც გვყავდა გაფართოებულ შემადგენლობაში, თუმცა თამაში არ მოუწია“ – გვიხსნის მაისაშვილი.



ინფორმაციას იხილავთ Rugby.ge-ზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი