ტაისონი შეუძლოდ გახდა - პოლისთან ბრძოლა გადაიდო » სპორტის ხაზი

ტაისონი შეუძლოდ გახდა - პოლისთან ბრძოლა გადაიდო

ტაისონი შეუძლოდ გახდა - პოლისთან ბრძოლა გადაიდო
1-06-2024, 20:06
Aa Aa
გაზიარება:

სუპერმძიმე წონის საკრივო ორთაბრძოლა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონ ჯეიკ პოლისა და ლეგენდარულ მაიკ ტაისონს შორის უნდა გამართულიყო გადაიდო.

ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ტაისონი ლოს ანჯელესში გადაფრენისას შეუძლოდ გახდა. მას კუჭის წყლულის დაავადება გაურთულდა.

ამო მომენტისათვის მაიკი თავს კარგად გრძნობს, მაგრამ მედიკოსებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ცოტახნით სხეული ძალიან არ დატვირთოს.

"მაიკი და ჯეიკი იმ აზრზე შეჯერდნენ, რომ ორივე მათგანი ბრძოლისთვის თანაბარ პირობებში უნდა მოემზადოს. სპორტსმენების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ჩვები მთავარი პრიორიტეტია", - ვკითხულობთ საკრივო სტატიაში.

ბრძოლის ახალი თარიღი 7 ივნისს იქნება დაანონსებული, თავად ტაისონი კი სრული დატვირთვით ვარჯიშს უახლოეს კვირებში გააგრძელებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი