"ალ ნასრის" სპორტულმა დირექტორმა დღეს განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუ მომდევნო სეზონშიც მათ რიგებში იასპარეზებს.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა საკლუბო სეზონი დაასრულდა და მშობლიურ ნაკრებს მიაშურა, რათა გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი პერიოდი დაიწყოს.
ალბათ გემახსოვრებათ კრიშტიანუს ანონსი რამდენიმე წლის წინ - "ფეხბურთს 40 წლამდე ვითამაშებ".
მომავალ სეზონში რონალდუ სწორედ 40 წლის ხდება, იგი კვლავ უმაღლეს დონეზე ასპარეზობს და რამდენიმე დღის წინ ორი ჩიტი ერთად დაიჭირა - გახდა საუდის არაბეთის პრო ლიგის ოქროც ბუცი მფლობელი, თანაც ისე, რომ ტურნირის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა.