"ციფრი შვიდი ამ კლუბში მაგიურია" - რონალდუმ შვიდი ნომრის ისტორია გაიხსენა » სპორტის ხაზი

"ციფრი შვიდი ამ კლუბში მაგიურია" - რონალდუმ შვიდი ნომრის ისტორია გაიხსენა

"ციფრი შვიდი ამ კლუბში მაგიურია" - რონალდუმ შვიდი ნომრის ისტორია გაიხსენა
5-11-2022, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

37 წლის ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ მედიასთან "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიის განმავლობაში შვიდი ნომერი განსაკუთრებულად გამოყო და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ყველა ფეხბურთელმა იცის, როგორც მანჩესტერში, ისე მთელ მსოფლიოში, რომ შვიდი ნომერი ამ კლუბში მაგიური რიცხვია. თავიდან, როდესაც იუნაიტედთან კონტრაქტს ხელი მოვაწერე, ძალიან ვნერვიულობდი, როცა სავსე სტადიონი დავინახე.

რაც შეეხება ჩემს და შვიდი ნომრის ისტორიას - სერ ალექს ფერგიუსონმა მითხრა, რომ მე შვიდ ნომერს მოვირგებდი. ასეთი მომენტი არასოდეს დაგავიწყდებათ.

ვიცოდი კლუბში შვიდი ნომრის ისტორია, მაგრამ ამავდროულად თავს კარგად ვგრძნობდი, რადგან გამოცდილმა მწვრთნელმა და ადამიანმა იცოდა, რომ კრიშტიანუ არის ის, ვისაც ეს მაისური უნდა ეცვას." - განაცხადა "წითლების" ლეგენდამ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი