ნინძა კორეელი ბომბის წინააღმდეგ - ივენთის მთავარი ბრძოლა » სპორტის ხაზი

ნინძა კორეელი ბომბის წინააღმდეგ - ივენთის მთავარი ბრძოლა

ნინძა კორეელი ბომბის წინააღმდეგ - ივენთის მთავარი ბრძოლა
9-11-2022, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

MMA Theory-ის ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე მომდევნო შეხვედრას 4 თებერვალს, სამხრეთ კორეაში ჩან სუნ იუნის წინააღმდეგ გამართავს. როგორც წყარო სძენს, მათი დაპირისპირება ივენთის მთავარი ბრძოლა იქნება.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩხუბზე თანხმობა ორივე მხარემ განაცხადა და კონტრაქტსაც ხელი ორივე მათგანმა მოაწერა. დიდია იმის ალბათობა, რომ ეს კორეელი მოწინააღმდეგესთვის კარიერაში ბოლო ბრძოლა იყოს და ამის შემდეგ სპორტსმენი სპორტულ მოღვაწეობას დაემშვიდობოს.

გიგასთვის პრეტენდენტთა შორის დასაბრუნებლად ეს ბრძოლა იდეალურია. კორეელი UFC-ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მე-6 ადგილს იკავებს, გიგა - მერვეს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ბოლოს ქართველი "ნინძა" 15 იანვარს კალვინ კატართან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.


ნინძა კორეელი ბომბის წინააღმდეგ - ივენთის მთავარი ბრძოლა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი