"სტურმის" ქართველ ფეხბურთელ ოთარ კიტეიშვილს კარეირაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა.
იგი გახდა ავსტრიის ჩემპიონი და თასის მფლობელი. გარდა ამისა ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც მიიღო.
28 წლის ქართველი ფეხბურთელის ასეთი თამაში უყურადღებოდ ბევრს არ დარჩნია და მას მსურველები ევროპის წამყვანი ლიგებიდან გამოუჩნდნენ.
ერთ-ერთი ასეთ კლუბი "ჰოფენჰაიმია", რომელიც ბუნდესლიგაში ასპარეზობს და "Crystalsport"-ის მტკიცებით EURO 2024-ზე ქართველ ფეხბურთელს გემრანელები აუცილებლად დააკვირდებიან.
ნიშანდობლივია იმისი თქმაც, რომ ოთარისთან ხელშეკრულების გაგრძელება "შტურმს" ძალიან სურს და ფეხბურთელს გაუმჯობესებულ კონტრაქტს უმზადებენ, მაგრამ თუ მას შემოთავაზება ბუნდესლიგიდან ან ევროპის სხვა წამყვანი ჩემპიონატიდან მოუვა, დიდი ალბათობით ავსტრიიდან გადაბარგდება.