საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია სოციალურ ქსელში ქართველი მედალოსნების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს:
"პერუში მიმდინარე U17 ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით ირაკლი ვეკუა და გივი დარსაველიძე (+102 კგ.) ასპარეზობენ."
"ირაკლი ვეკუამ ატაცში 146 / 149 / 151 კგ. დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული გაიფორმა!"
"გივი დარსაველიძემ კი 141 / 145 / 147 კილოგრამის ძლევით ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო!", - წერს ძალოსნობის ფედერაცია.