"ლივერპულისა" და ნიდერლანდების ნაკრების ცენტრალური მცველი ვირჯილ ვან დაიკი კევინ დე ბრუინზე საუბრობს და ამბობს, რომ ბელგიელი გასაოცარი ფეხბურთელია და მის მერსესაიდულ კლუბში მიყვანას ვირჯილი დიდი სიამოვნებით შეეგებებოდა:
"კევინ დე ბრუინი დაუჯერებლად ძლიერი ფეხბურთელია. იმ შემთხვევაში, თუ კევინი ლივერპულში ითამაშებდა, ჩვენ კიდევ უფრო შორს წავიდოდით, ვიდრე ეს რეალურად გავაკეთეთ. ვფიქრობ, დე ბრუინი ბევრ საფეხბურთო ასპექტში გამოირჩევა: ის კარგია ბურთთან ერთად, პრესინგის დროს, გოლებიც ბრწყინვალედ გააქვს. მას აქვს ყველაფერი, რაც თანამედროვე ნახევარმცველს უნდა ჰქონდეს." - ვირჯილ ვან დაიკი.
შეგახსენებთ, რომ კევინ დე ბრუინს ამ სეზონში 3 გოლი და 12 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.