გიორგის უდიდესი პროგრესი აქვს - მამარდაშვილის სტატისტიკა მიმდინარე სეზონში » სპორტის ხაზი

გიორგის უდიდესი პროგრესი აქვს - მამარდაშვილის სტატისტიკა მიმდინარე სეზონში

გიორგის უდიდესი პროგრესი აქვს - მამარდაშვილის სტატისტიკა მიმდინარე სეზონში
21-05-2024, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

სულ მალე გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას რიგებში რიგით მესამე სეზონს ჩაამთავრებს და ფაქტია, რომ ქართველ მეკარეს უდიდესი პროგრესი აქვს.

თავი დავანებოთ იმას, რომ გიორგიზე ესპანეთში მუდმივად წერენ და ამბობენ, რომ ქართველით არაერთი გრანდია დაინტერესებული. ამას გარდა, მამარდაშვილს საოცარი ციფრები აქვს დაფიქსირებული.

მაგალითად, შარშანდელ სეზონში გიორგიმ ლა ლიგაში 45 გოლი გაუშვა, ახლა კი ქართველი ზამორას პრიზისთვისაც კი იბრძვის (სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ტერ შტეგენი და რემირო გაცილებით ახლოს არიან ამ პრიზის მოგებასთან).

საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მეკარით ბოლო პერიოდში მადრიდის ატლეტიკოა დაინტერესებული, რომელიც იან ობლაკის შემცვლელს აქტიურად ეძებს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ გიორგის სატრანსფერო ფასი 25-30 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი