"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი გუნდთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს » სპორტის ხაზი

"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი გუნდთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი გუნდთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
4-11-2022, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური გამოცემის ilmattino.it-ის მტკიცებით, "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი დიდი ალბათობით იტალიურ კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს და ნეაპოლში 2024 წლამდე დარჩება.

წყაროს ცნობით, კლუბსაც და მწვრთნელსაც მუშაობის გახანგრძლივების სურვილი აქვთ, თუმცა შეთანხმება მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შედგება.

"მილანს პიოლი კიდევ 2 წლით უთავკაცებს, ნაპოლი და სპალეტი? აურელიო დე ლაურენტისის კომპლიმენტები იტალიელი მწვრთნელისადმი იმის დასტურია, რომ ლუჩანო მომდევნო სეზონსაც პარტენოპეიში გაატარებს. ჯუნტოლიმ სპეციალისტს კონტრაქტთან დაკავშირებით უკვე მიმართა, თუმცა მოლაპარაკებები მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაგრძელდება.

საქმე ისაა, რომ სპალეტის კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულების გაგრძელება 2024 წლის მარტამდეა შესაძლებელი." - ვკითხულობთ სტატიაში


63 წლის სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდი ამ სეზონში საუცხოოდ გამოიყურება. "ნაპოლი" სერია A-ში პირველ ადგილზეა, ამასთან გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიც პირველ ადგილზე დაამთავრა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი