ბაქოს გრანდ სლემის პირველი დღის პრევიუ | რა უნდა ვიცოდეთ ქართველი სპორტსმენების შესახებ? » სპორტის ხაზი

ბაქოს გრანდ სლემის პირველი დღის პრევიუ | რა უნდა ვიცოდეთ ქართველი სპორტსმენების შესახებ?

ბაქოს გრანდ სლემის პირველი დღის პრევიუ | რა უნდა ვიცოდეთ ქართველი სპორტსმენების შესახებ?
3-11-2022, 18:10
Aa Aa
გაზიარება:

ბაქოს გრანდ სლემი ძიუდოში სტარტს ხვალ, 4 ნოემბერს აიღებს, საქართველოს კი ორი წარმომადგენელი, გიორგი თუთაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი ეყოლება. აღსანიშნავია, რომ ორივე სპორტსმენი -66 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

გიორგი თუთაშვილი A ბადეში განთესილია და იგი ასპარეზობას მეორე ეტაპიდან დაიწყებს, სადაც ესტონელ მეტოქეს, ოსკარ პერტელსონს შეხვდება. იმ შემთხვევაში, თუ თუთაშვილი პირველ დაბრკოლებას გადალახავს, მაშინ მისი მომდევნო მეტოქე მონღოლ და ყაზახ ძიუდოისტთა შორის გაირკვევა. თუ გიორგი თუთაშვილი 1/4 ფინალში გასვლასაც მოახერხებს, დიდი ალბათობით, მისი სავარაუდო მეტოქე მსოფლიოს პირველი ნომერი დენის ვიერუ იქნება.

რაც შეეხება ვაჟა მარგველაშვილს, მას, რეალურად იოლი ბადე შეხვდა, ამიტომ 1/4 ფინალამდე მისვლა მარტივად შეუძლია. ის C ბადეში განთესილია, ამიტომ ტურნირში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მოწინააღმდეგე ბაჰრეინელი რამაზან კოდჟაკოვი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ ვაჟა მარგველაშვილი კოდჟაკოვს გასცდება, მაშინ მას მომდევნო ეტაპზე აზერბაიჯანელი კამრან სულეიმანოვის დამარცხება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე საქართველოს 11 წარმომადგენელი ჰყავს, ხვალინდელი შეხვედრები კი 10:00 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი 17:00 საათიდან აიღებს სათავეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი