"კვარაცხელია რთული, სწრაფი და თავხედი მოთამაშეა" - კლოპი ხვიჩას თამაშით აღფრთოვანებული დარჩა » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია რთული, სწრაფი და თავხედი მოთამაშეა" - კლოპი ხვიჩას თამაშით აღფრთოვანებული დარჩა

"კვარაცხელია რთული, სწრაფი და თავხედი მოთამაშეა" - კლოპი ხვიჩას თამაშით აღფრთოვანებული დარჩა
2-11-2022, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ხვიჩა კვარაცხელიამ "ენფილდზე" "ჩემპიონთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი შეხვედრა ითამაშა, სადაც მისი გუნდი ადგილობრივ "ლივერპულთან" თანაბარ ბრძოლაში 0:2 დამარცხდა. ხვიჩა კვარაცხელია მინდორზე 83 წუთი გაჩერდა, შემდეგ კი ლუჩანო სპალეტიმ მისი დასვენების გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლურმა გუნდმა ორივე გოლი ქართველი ფეხბურთელის მოედნიდან გასვლის შემდეგ გაუშვა.

შეხვედრის შემდეგ იურგენ კლოპმა ქართველ შემტევზე დადებითად ისაუბრა და მასზე კომპლიმენტები არ დაიშურა: "ხვიჩა კვარაცხელია რთული, თავხედი და სწრაფი მოთამაშეა. მას კარგი სიჩქარე აქვს და იმედგაცრუებული არასდროს რჩება, მე ის ძალიან მომწონს." - თქვა გერმანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" მომდევნო შეხვედრას 5 ნოემბერს "ატალანტას" წინააღმდეგ გასვლაზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.