"ვფიქრობ, ჩემმა გუნდმა შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა" - ლუჩანო სპალეტის კომენტარი » სპორტის ხაზი

"ვფიქრობ, ჩემმა გუნდმა შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა" - ლუჩანო სპალეტის კომენტარი

"ვფიქრობ, ჩემმა გუნდმა შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა" - ლუჩანო სპალეტის კომენტარი
2-11-2022, 12:35
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ლუჩანო სპალეტის "ნაპოლი" იურგენ კლოპის "ლივერპულს" "ჩემპიონთა ლიგის" ეგიდით ეწვია და იტალიური კლუბი 0:2 თანაბარ ბრძოლაში დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მანამ, სანამ შეხვედრაში პირველი გოლი გავიდოდა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჯარიმიდან მოხდენილად ჩააწოდა და ოსტეგორმა ბურთი კარში ზუსტი თავური დარტყმით გადაგზავნა, თუმცა გოლი თამაშგარე წესის დარღვევის გამო გაუქმდა.

მატჩის შემდეგ ისაუბრა ნეაპოლური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა: "მიმაჩნია, რომ ჩემმა გუნდმა შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა, რადგან უმეტესად ბურთს დამაჯერებლად ვფლობდით და მეტოქესაც ბევრს არაფერს ვაქმნევინებდით. ნაპოლი ძალიან ძლიერი გუნდია და მერწმუნეთ, რომ ენფილდზე ჩამოსვლა და მარტივი თამაში იოლი არ არის. ალბათ, ჩემმა გუნდმა გადაზედმეტებულად აღიქვა ის მცირედი უპირატესობა, რაც მოპოვებული ჰქონდა და შედარებით ტემპს მოუკლო, ლივერპულმა კი თავისი შანსები პროდუქტიულად გამოიყენა. იმის ნაცვლად, რომ ფრე დამაკმაყოფილებელი ყოფილიყო, ჩვენ მოგებისთვის ვიბრძოლეთ, რაც ნათლად ადასტურებს, რომ ნაპოლი მაღალი ფიზიკური თუ მენტალური მონაცემების გუნდია. ჩვენ მოგება შეგვეძლო და ჩვენი თავის რწმენა გვაქვს. ასეთ ჯგუფში პირველი ადგილის მოპოვება სტრატოსფერული შედეგია." - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" მომდევნო შეხვედრას "სერია ა-ში" გასპერინის "ატალანტას" წინააღმდეგ გასვლაზე, 5 ნოემბრის 21:00 საათზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი