არაერთი შექმნილი მომენტი - რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ "ლივერპულთან" მატჩში? » სპორტის ხაზი

არაერთი შექმნილი მომენტი - რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ "ლივერპულთან" მატჩში?

არაერთი შექმნილი მომენტი - რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ "ლივერპულთან" მატჩში?
2-11-2022, 02:00
Aa Aa
გაზიარება:

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი "ლივერპულსა" და "ნაპოლის" შორის, ანგარიშით 2:0.

ტაბლოზე ანგარიში 85-ე წუთამდე არ შეცვლილა. პირველი გოლი ინგლისური გრანდის მაისურით ეგვიპტელმა ფეხბურთელმა, მუჰამედ სალაჰმა გაიტანა, ხოლო მეორე გოლის ავტორი დერვინ ნუნიეზი გახლდათ.

რაც შეეხება ხვიჩას, ქართველმა ფეხბურთელმა მოედანი 83-ე წუთზე დატოვა. 21 წლის შემტევმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა ალისონის კართან, იყო მისი გადაცემით გატანილი გოლიც, რომელიც არ ჩაითვალა.

90 წუთის შემდეგ, SofaScore-მა ფეხბურთელები ჩატარებული შეხვედრის მიხედვით შეაფასა. ანალიტიკურმა გვერდმა კვარაცხელიას 6.9 ქულა დაუწერა, რაც გუნდში მესამე საუკეთესო შედეგია.

არაერთი შექმნილი მომენტი - რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ "ლივერპულთან" მატჩში?


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი