"მინდა საქართველოში ბიზნესი წამოვიწყო, ხალხი დავასაქმო" - მერაბ დვალიშვილი მომავლის გეგმებზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"მინდა საქართველოში ბიზნესი წამოვიწყო, ხალხი დავასაქმო" - მერაბ დვალიშვილი მომავლის გეგმებზე საუბრობს

"მინდა საქართველოში ბიზნესი წამოვიწყო, ხალხი დავასაქმო" - მერაბ დვალიშვილი მომავლის გეგმებზე საუბრობს
1-11-2022, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა, უცხოურ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში მომავლის გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყებას და ხალხის დასაქმებას აპირებს.

"აშშ კარგი ქვეყანაა. თუკი აქ მუხლჩაუხრელად შრომობ, ბევრ ფულს გამოიმუშავებ. აქ ბევრი შესაძლებლობაა ბიზნესის მხრივ. მინდა ამერიკაში საკმაო თანხა დავაგროვო, რომელსაც შემდეგ საქართველოში დავაბანდებ. მსურს იქ დარბაზი გავხსნა, ბიზნესი წამოვიწყო, ხალხი დავასაქმო, რათა ქართველები არ იყვნენ იძულებულები, დატოვონ თავიანთი ქვეყანა და სამუშაოდ თურქეთში, პოლონეთსა თუ ამერიკაში წავიდნენ სამუშაოდ.

ამერიკას სულ არ დავტოვებ. ორივე ქვეყანაში ვიცხოვრებ. მე ჯერ ახალგაზრდა ვარ, აშშ კი კარგი ქვეყანაა ახალგაზრდა ადამიანისთვის, თუკი თანხის გამომუშავება გსურს. აქ დემოკრატიაა, არ აქვს მნიშვნელობა, საიდან ჩამოხვედი. აქ თავისუფალი ხარ და თუ მუშაობა გიყვარს ეს ქვეყანა შენთვისაა. - განაცხადა 31 წლის სპორტსმენმა.


მოგახსენებთ იმასაც, რომ მერაბ დვალიშვილს MMA-ში 15 მოგება და 4 მარცხი აქვს. ქართველმა ორთაბრძოლა ბოლოს აგვისტოს თვეში გამართა, სადაც ბრაზილიელი ჟოზე ალდო დაამარცხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი