შოთა არველაძე აიაქსის ლეგენდებში ითამაშებს - ვის და როდის დაუპირისპირდებიან ამსტერდამელები? » სპორტის ხაზი

შოთა არველაძე აიაქსის ლეგენდებში ითამაშებს - ვის და როდის დაუპირისპირდებიან ამსტერდამელები?

შოთა არველაძე აიაქსის ლეგენდებში ითამაშებს - ვის და როდის დაუპირისპირდებიან ამსტერდამელები?
12-04-2024, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე ლეგენდების კიდევ ერთ მატჩში ითამაშებს, სადაც, 20 აპრილს ამსტერდამის ოლიმპიური სტადიონი უმასპინძლებს, მონაწილეები კი აიაქსის ლეგენდები და BIF-ის ოლ სტარი იქნებიან.

ასმტერდამული კლუბის ღირსებას, არველაძის გარდა, არონ ვინტერი, იარი ლიტმანენი, უესლი სნეიდერი, რიხარდ ვიჩგე, მაქსველი, ფრენკ და რონალდ დე ბურებიც ითამაშებენ, მეტოქე გუნდში კი ნვანკვო კანუ, დიდიე დროგბა, კლოდ მაკელელე, კლარენს ზეედორფი, ნადერ ელ საიედი, კრისტიან კარემბე, ასევე მინდორზე ვიხილავთ დიდას, როკე ჟუნიორსა და სხვებს დაუპირისპირდებიან.

ცნობილია, რომ მატჩისგან მიღებული შემოსავლები სპორტული მიმართულების პროგრამებზე, სხვადასხვა სტიპენდიებზე, ჯანმრთელობის დაცვისა და საგანმანათლებლო მიმართულებებზე იქნება დახარჯული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი