გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, UFC 305 ალექსანდრ ვოლკანოვსკის სამშობლოში, ავსტრალიაში უნდა გაიმართოს.
ცხადია, აქედან გამომდინარე დაირხა ხმები, რომ ამავე ივენთზე ილია თოფურიასა და ვოლკანოვსკის განმეორებითი ორთაბრძოლა უნდა შედგეს.
ამასთან დაკავშირებით თოფურიამ კომენტარი გააკეთა, რომლის მიხედვითაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ UFC 305-ზე ის და ვოლკანოვსკი ერთმანეთს შეხვდნენ.
"მე ახლა მსოფლიოს ჩემპიონი ვარ. რატომ უნდა მსურდეს, რომ მოწინააღმდეგის სამშობლოში დავიცვა საჩემპიონო ქამარი?", - ამბობს ილია თოფურია.