ლევანდოვსკი: "ეს არის ის, რაც ბაიერნს აქვს და ბარსელონას არა" » სპორტის ხაზი

ლევანდოვსკი: "ეს არის ის, რაც ბაიერნს აქვს და ბარსელონას არა"

ლევანდოვსკი: "ეს არის ის, რაც ბაიერნს აქვს და ბარსელონას არა"
31-10-2022, 22:54
Aa Aa
გაზიარება:

მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა და ამჟამად კატალონიის ბარსელონას თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ამ გუნდებს შორის არსებულ მთავარ განსხვავებაზე ისაუბრა:

"ბაიერნი წლების განმავლობაში ძალიან სტაბილურია. ისინი შეიძლება ყოველთვის კარგად არ თამაშობდნენ, მაგალითად, მიუნხენში გამართულ შეხვედრაში, ჩვენზე კარგები არ იყვნენ, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება მაინც მოახერხეს და ეს არის სტაბილურობა.

ბარსელონასაც სჭირდება ეს, მაგრამ მარტივი მისაღწევი არ არის
", - განაცხადა ლევანდოვსკიმ.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ ბარსელონას მაისურით 17 შეხვედრა გამართა და თავის გამოჩენა 18 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი