მანჩესტერ სიტის თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ ინგლისური გუნდის ერთ-ერთ ლიდერზე, კევინ დე ბრუინზე ისაუბრა.
ესპანელ მწვრთნელს და ბელგიელ შუახაზელს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. ერთად გატარებული 7 სეზონის განმავლობაში, მათ არაერთი ჯილდოს მოგება მოახერხეს და თამამად შეიძლება იმის თქმაც, რომ გვარდიოლას ფორმაციის მანჩესტერ სიტიში დე ბრუინი შეუცვლელი და წამყვანი ფიგურაა.
"ჩვენ ერთად 7 სეზონი გავატარეთ და ამ პერიოდში ყველაფერი გავაკეთეთ, გარდა ერთად ძილისა", - თქვა ხუმრობით გვარდიოლამ.
ცნობისთვის, დე ბრუინმა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის 12 შხვედრაში თავი 3 გოლითა და 9 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.