სულ ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომან დოლიძეს პოპულარულ ვიდეო თამაშში UFC 5-ში ვიხილავთ.
ქართველი სპორტსმენის პერსონაჟის არჩევა მოთამაშეებისთვის მაისის განახლებების შემდეგ ექნებათ შესაძლებელი.
UFC 5-ში უკვე არის 3 ქართველი მერაბ დვალიშვილის, ილია თოფურიასა და გიგა ჭიკაძის სახით. მაისიდან კი მათ რიცხვს მეოთხე მებრძოლი, რომან დოლიძეც დაემატება.
შეგახსენებთ, რომ რომანმა ბოლო 2 ბრძოლა დათმო 2023 წლის 18 მარტს ვეტორის, ხოლო 2024 წლის 4 თებერვალს იმავოვთან. საერთო ჯამში მის ანგარიშზე 12 მოგება და 3 მარცხია.