"ნაპოლის რამდენიმე თამაშს ვუყურე და აღფრთოვანებული დავრჩი" - რა თქვა კლოპმა მატჩის წინ? » სპორტის ხაზი

"ნაპოლის რამდენიმე თამაშს ვუყურე და აღფრთოვანებული დავრჩი" - რა თქვა კლოპმა მატჩის წინ?

"ნაპოლის რამდენიმე თამაშს ვუყურე და აღფრთოვანებული დავრჩი" - რა თქვა კლოპმა მატჩის წინ?
31-10-2022, 22:20
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, 00:00 საათზე იურგენ კლოპის "ლივერპული" საკუთარ მოედანზე ლუჩანო სპალეტის "ნაპოლის" მიიღებს. აი, რა თქვა გერმანელმა სპეციალისტმა იტალიურ გუნდთან დაპირისპირების წინ:

"ნაპოლი ევროპის საუკეთესო გუნდია და ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ხვალინდელ შეხვედრაში ძალიან ბევრი ფეხბურთელი შევცვალოთ. ჩვენ რისკზე ვერ წავალთ, რადგან კარგად უნდა გავაანალიზოთ, თუ როგორ აღიდგინეს ფეხბურთელებმა ფიზიკური კონდიციები ლიდსთან თამაშის შემდეგ. რასაკვირველია, ჩვენ მოგებისთვის ვიბრძოლებთ, მაგრამ ეს რევანში არ იქნება და არც 4:0-ს ვიწინასწარმეტყველებთ. ვფიქრობ, თუ ნაპოლი ისევე გააგრძელებს, როგორც ახლა თამაშობს, მაშინ მათ შეეძლებათ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდნენ, რადგან ისინი ბრწყინვალე ინტენსივობით თამაშობენ და ეს ყველაფერი სიამოვნებას მეც მანიჭებს. მას შემდეგ, რაც ნაპოლისთან დიდი ანგარიშით წავაგეთ, მათი თამაში რამდენჯერმე ვნახე და აღფრთოვანებული დავრჩი. მათ სიძლიერეს პატივს ვცემ, თუმცა ნაპოლის არ მეშინია." - თქვა იურგენ კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ მარადონაზე გამართული შეხვედრა "ნაპოლის" გამარჯვებით დასრულდა, 4:1, სადაც ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.