სემ უორბარტონმა, უელსის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა საქართველოს 7 ერში დამატებაზე კომენტარი გააკეთა.
"6 ერი 7 ერად იცვლება, მაგრამ იქ სამხრეთ აფრიკას არაფერი ესაქმება. ახალი ნაკრები საქართველო უნდა იყოს, რომელიც მუდმივად გულანთებულია."
"საქართველო რაგბის განვითარებაზე ზრუნავს. მათი ბიუჯეტი საშუალოდ 14 მილიონ ფუნტს შეადგენს. ისინი 7 ერში ყოფნას იმსახურებენ."
"სამხრეთ აფრიკის გუნდები ჩელენჯ ქაფზე და ჩემპიონთა თასზე კარგად გამოდიან, მაგრამ მათი ნაკრების 7 ერში მიღება უაზრობა იქნება, იქ საქართველოს ველი", - ამბობს უორბარტონი.