დიდებული მხარდაჭერაა - ქართველ ფეხბურთელებს თავიანთი გუნდები ევრო 2024-ზე გასვლას ულოცავენ » სპორტის ხაზი

დიდებული მხარდაჭერაა - ქართველ ფეხბურთელებს თავიანთი გუნდები ევრო 2024-ზე გასვლას ულოცავენ

დიდებული მხარდაჭერაა - ქართველ ფეხბურთელებს თავიანთი გუნდები ევრო 2024-ზე გასვლას ულოცავენ
27-03-2024, 14:02
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიცირდა.

ქართველი ფეხბურთელების წარმატებას თავიანთი კლუბები ეხმაურებიან და მოთამაშეებს წარმატებას საჯაროდ ულოცავენ.

ნაპოლი ხვიჩა კვარაცხელიას - "ვულოცავთ როგორც ხვიჩას, ისე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ისტორიულ გასვლას ევროპის ჩემპიონატზე."

ვალენსია გიორგი მამარდაშვილს - "საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ისტორია გიორგი მამარდაშვილთან ერთად შექმნა."

ლევანტე გიორგი ქოჩორაშვილს - "ევრო 2024-ზე გიორგი ქოჩორაშვილი პირველად მიიღებს მონაწილეობას. მან თავის ნაკრებთან ერთად 120 წუთი ითამაშა და გადამწყვეტი პენალტიც გაიტანა."

უოტფორდი გიორგი ჩაკვეტაძეს - "გიორგი ჩაკვეტაძესა და საქართველოს დიდ ტურნირზე სადებიუტო გასვლას ვულოცავთ."

შახტარი გიორგი გოჩოლეიშვილისა და ირაკლი აზაროვს - "ვულოცავთ საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიკაციას."

ლეხ პოზნანი ნიკა კვეკვესკირს - "ბოლო პენალტი შეასრულა და საქართველო ევრო 2024-ზე გაიყვანა. ბრავო კვეკვე."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.