"ფული საერთოდ გაქვთ გერმანიაში წასასვლელად?" - გაღიზიანებული ბერძნები საქართველოზე წერენ » სპორტის ხაზი

"ფული საერთოდ გაქვთ გერმანიაში წასასვლელად?" - გაღიზიანებული ბერძნები საქართველოზე წერენ

"ფული საერთოდ გაქვთ გერმანიაში წასასვლელად?" - გაღიზიანებული ბერძნები საქართველოზე წერენ
27-03-2024, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიცირდა.

ცხადია, ამ წაგებას ვერ ეგუებიან ჩვენი მეტოქე გუნდის გულშემატკივრები, რომლებიც ქართველ ფანებზე აგდებული დამოკიდებულებით წერას თამაშის შემდეგაც აგრძელებენ.

"ფული გაქვთ საერთოდ გერმანიაში წასასვლელად?"

"ჩვენი ნაკრების ჰიმნს უსტვენდით, ამაზე დიდი უპატივცემულობა რა არის?"

"გაგიმართლათ და პენალტების სერიაში მოიგეთ. მთელი თამაშის განმავლობაში გჯობდით."

"სასაცილო გუნდი ხართ, ევროპის ჩემპიონატზე ყველა თამაშს წააგებთ."

"გუნდი, რომელიც ტურნირზე გოლსაც კი ვერ გაიტანს. ევრო 2024-ის სირცხვილი იქნებით."

"ძელის მომენტში ტოტალურად გაგიმართლათ, ათში ერთი შანსით მოიგეთ."

"თქვენი იქ ნახვა არავის სჭირდება, ევროპის ჩემპიონის დახვედრა მათთვის გაცილებით აღმატებული იქნებოდა."

"ქვეყანა, რომელიც ერთ ფეხბურთელზეა ჩამოკიდებული. სხვათა შორის, სად იყო თქვენი კვარა?"

"არაფრისმომცემ გუნდთან წავაგეთ, ასეთი იმედგაცრუებული დიდი ხანია არ ვყოფილვარ."

"უდიდესი სირცხვილი, 0 სახელის მქონე ნაკრებმა დაგვამარცხა", - წერენ ბერძნები სოც.ქსელებში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.