განახლებული სია - სანიოლმა რამდენიმე ფეხბურთელი განაცხადს მიღმა დატოვა » სპორტის ხაზი

განახლებული სია - სანიოლმა რამდენიმე ფეხბურთელი განაცხადს მიღმა დატოვა

განახლებული სია - სანიოლმა რამდენიმე ფეხბურთელი განაცხადს მიღმა დატოვა
26-03-2024, 14:03
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.

ლუქსემბურგთან ნახევარფინალურ მატჩში 26 ფეხბურთელი იყო გამოძახებული, ფინალური მატჩისთვის 3 მოთამაშე გამოაკლდა.

სანიოლის გადაწყვეტილებით, საბა საზონოვი, ანზორ მექვაბიშვილი და ვლადიმერ მამუჩაშვილი, განაცხადში ვეღარ მოხვდნენ.

განახლებული სია კი ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია, გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი.

მცველები: ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, გურამ კაშია, საბა კვერკველია, გიორგი გოჩოლეიშვილი, ლუკა ლუჩოშვილი, გიორგი გველესიანი.

ნახევარმცველები: გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კიტეიშვილი, ლევან შენგელია, ჯაბა კანკავა, გიორგი წიტაიშვილი.

თავდამსხმელები: ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია, გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.