"ცხადია გვაქვს ჩვენი გეგმა და არ ვაპირებთ ამის წინასწარ გამხელას" - გუსტავო პოიეტი » სპორტის ხაზი

"ცხადია გვაქვს ჩვენი გეგმა და არ ვაპირებთ ამის წინასწარ გამხელას" - გუსტავო პოიეტი

"ცხადია გვაქვს ჩვენი გეგმა და არ ვაპირებთ ამის წინასწარ გამხელას" - გუსტავო პოიეტი
25-03-2024, 19:50
Aa Aa
გაზიარება:

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში, საქართველოს ნაკრები, საბერძნეთს დაუპირისპირდება.

საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შესახებ ისაუბრა:

"საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის ჩემი გუნდის ფეხბურთელები როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად მაქსიმალურად მზად არიან.

არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდა ამ გუნდებს შორის წინა შეხვედრებში, მე საქართველოს ნაკრებს პირველად ვხვდები და მთავარი ეს არის.

ცხადია გვაქვს ჩვენი გეგმა და არ ვაპირებთ ამის წინასწარ გამხელას. რაც შეეხება მეტოქეს, არ მგონია, რომ ვილი სანიოლმა ამ მნიშვნელოვანი მატჩის წინ ტაქტიკა განსაკუთრებულად შეცვალოს.

რა თქმა უნდა, ორივე ნაკრებს ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს, რომლებსაც ასეთი ტიპის მატჩებში თამაშის დიდი გამოცდილება არ აქვს. გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ის თუ როგორ მოახერხებენ ისინი წნეხის დაძლევას."
- განაცხადა გუსტავო პოიეტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.