"ქართველებს დიდ ფეხბურთში არაფერი ესაქმებათ" - ბერძნები საქართველოს დამარცხებას წინასწარ ზეიმობენ » სპორტის ხაზი

"ქართველებს დიდ ფეხბურთში არაფერი ესაქმებათ" - ბერძნები საქართველოს დამარცხებას წინასწარ ზეიმობენ

"ქართველებს დიდ ფეხბურთში არაფერი ესაქმებათ" - ბერძნები საქართველოს დამარცხებას წინასწარ ზეიმობენ
24-03-2024, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

26 მარტს ვილი სანიოლის ფორმაციის საქართველოს ნაკრები დინამო არენაზე საბერძნეთს დაუხვდება და ევრო 2024-ის საგზურის მოპოვებას შეეცდება.

იქამდე გთავაზობთ თავდაჯერებული ბერძენი გულშემატკივრების კომენტარებს, რომლებიც ფინალში გამარჯვებას წინასწარ ზეიმობენ:

"თოფურიამ წინასწარ რომ შეიცვალა მოგებათა სერია, გახსოვთ? ახლა ჩვენ უნდა ვიზეიმოთ წინასწარ."

"საქართველოს დიდების ფეხბურთში არაფერი ესაქმება. ევროზე ჩემპიონები ბრუნდებიან."

"მხოლოდ ერთი ფეხბურთელის იმედზეა მთელი ქვეყანა."

"მათი პროგრესი მოჩვენებეთია, რაც 26 მარტს მათსავე სტადიონზე უნდა დამტკიცდეს."

"პლეიოფში საუკეთესო გუნდი ვართ და საუკეთესოდ უნდა ვითამაშოთ, თანაც მეტოქე ევროთასზე არც არასდროს ყოფილა."

"გამარჯვების გოლს ციმიკასი გაიტანს და თავის გამოცდილებას გვიჩვენებს. მათ დიდ ფეხბურთში არაფერი ესაქმებათ."

"ჯერ ყაზახეთი, მერე საქართველო. ასეთი იოლი გზა კიდევ აღარ გვექნება."

"მათთან თამაშს არაერთხელ მიყურებია, ერთიც კი არ მოუგიათ ჩვენთან. ბადეში აშკარად გაგვიმართლა."

"თავდაჯერებით და უშიშრად უნდა ვითამაშოთ. ჩვენ 2004 წლის ჩემპიონები ვართ."

"წინ, საბერძნეთი! სუსტ გუნდს ნამდვილად არ ვხვდებით, ისინიც ფინალში არიან, თუმცა ფავორიტები ჩვენ ვართ!", - წერენ ბერძნები


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.