საქართველოს ნაკრების დამრიგებელმა ხვალინდელი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საკითხი მიმოიხილა:
"რადგან ჯაბა ნაკრებში დაბრუნდა, ის მთელი ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ყველასთვის, ახალგაზრდებისთვისაც."
"იქნება თუ არა ჯაბა ძირითადში? - ხვალისთვის რაც შემიძლია გითხრათ, არის ის რომ კვარა არ იქნება. სხვას ვერაფერს გეტყვით."
"გვაქვს ჩვენი გეგმა. რადგან მნიშვნელოვანი მატჩია, მზადების წესი არ უნდა შეცვალო. გავაკეთეთ ის, რასაც ვაკეთებდით აქამდე."
"არის თუ არა გუნდში საბრძოლო განწყობა? სულისკვეთება ძალიან მნიშვნელოვანია და ამის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ. ფეხბურთელებს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ კონცენტრაციაა საჭირო. ლუქსემბურგთან მნიშვნელოვანი იქნება, რამდენად ხარისხიანად და გონივრულად ვითამაშებთ."
"თამაში ხვალაა და მოსამზადებლად მცირე დრო გვქონდა. გეგმა დავისახეთ, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი მოგვიფიქრებია. თითოეულმა ფეხბურთელმა იცის, როგორ უნდა მოემზადოს. სიურპრიზები ამჯერად არ იქნება."
"ლუქსემბურგის ყველა თამაში ვნახე. არ უნდა მოვდუნდეთ და მეტოქე დავაფასოთ. მთავარია, ბოლომდე დავიხარჯოთ და საკუთარი შესაძლებლობები გამოვავლინოთ. ვეცდებით, ბურთი გავაკონტროლოთ. მთავარია, ფეხბურთელებმა მოედანზე ყველაფერი გაიღონ."
პრესკონფერენცია განახლებადია