"წნეხი დიდი იქნება, მაგრამ..." - მამარდაშვილის კომენტარი წინასამატჩო პერიოდზე » სპორტის ხაზი

"წნეხი დიდი იქნება, მაგრამ..." - მამარდაშვილის კომენტარი წინასამატჩო პერიოდზე

"წნეხი დიდი იქნება, მაგრამ..." - მამარდაშვილის კომენტარი წინასამატჩო პერიოდზე
19-03-2024, 23:58
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ლუქსემბურგთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. 19 მარტს, ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესს გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გველესიანი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდნენ.

წინასამატჩო პერიოდზე, ეროვნული ნაკრების კარის დარაჯმა, გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრა:

"ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერას. უმნიშვნელოვანესი თამაშები გველის. წნეხი დიდი იქნება, მაგრამ აუცილებლად უნდა გავუძლოთ. მოვუწოდებ გულშემატკივრებს, რომ დაგვიდგნენ გვერდში და ერთად გავიმარჯვოთ". - თქვა ესპანური "ვალენსიას" მეკარემ.

ავტორი: Davit Shakirovi


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი