ნაკრებს დააკლდებიან - ლიპარტელიანმა და ჭრიკიშვილმა კარიერა დაასრულეს » სპორტის ხაზი

ნაკრებს დააკლდებიან - ლიპარტელიანმა და ჭრიკიშვილმა კარიერა დაასრულეს

ნაკრებს დააკლდებიან - ლიპარტელიანმა და ჭრიკიშვილმა კარიერა დაასრულეს
19-03-2024, 19:16
Aa Aa
გაზიარება:

ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა სპორტული კარიერა დაასრულეს, აღნიშნულის შესახებ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტიდან ვიგებთ:

"ავთო, ლიპო - მადლობა. ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა სპორტული კარიერა დაასრულეს. მათი აქტიური ძიუდოდან გაცილების ცერემონიები თბილისის გრანდ-სლემზე გაიმართება.
23 მარტი - ავთანდილ ჭრიკიშვილის სპორტიდან გაცილების ცერემონია.
24 მარტი - ვარლამ ლიპარტელიანის სპორტიდან გაცილების ცერემონია.
მოდით თბილისის გრანდ-სლემზე, თბილისი არენაზე, ერთად გავაცილოთ აქტიური ძიუდოდან ლეგენდები."
- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.