"მაქსიმალურ მზადყოფნაში ვართ" - ლევან შენგელია ლუქსემბურგთან მატჩამდე » სპორტის ხაზი

"მაქსიმალურ მზადყოფნაში ვართ" - ლევან შენგელია ლუქსემბურგთან მატჩამდე

"მაქსიმალურ მზადყოფნაში ვართ" - ლევან შენგელია ლუქსემბურგთან მატჩამდე
19-03-2024, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფისთვის მზადება დაიწყო.

18 მარტს, ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე 21 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გველესიანი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია საწვრთნელ პროცესს 19 მარტს შეუერთდებიან.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩს ჩვენი გუნდი 21 მარტს, თბილისში, ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართება. მოახლოებული მატჩის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშემ, ლევან შენგელიამ ისაუბრა.

"შემართება უმაღლეს დონეზე გვაქვს. თითოეულმა ფეხბურთელმა ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ეს თამაშები. მაქსიმალურ მზადყოფნაში ვართ როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.

ჯაბა კანკავას ნაკრებში დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ეროვნულ გუნდში პირველად გამომიძახეს, ჯაბა მაშინ კაპიტანი იყო და ზუსტად მახსოვს ის ლიდერული თვისებები, რაც მას გააჩნია. რა თქმა უნდა, მისი დაბრუნება ძალიან გამოგვადგება და ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო"
. - თქვა შენგელიამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.