იტალიის ჩემპიონატის შეხვედრაში ინტერმა ნაპოლის უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი ჟუან ჟესუსი გახდა, რომელიც კიდევ ერთი ფაქტორით გამოირჩა.
საქმე ჟესუსისა და აჩერბის დაპირისპირებას ეხება. როგორც ნაპოლის მცველი ამბობს, აჩერბიმ მას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა, მსაჯმა კი საპასუხოდ არაფერი მოიმოქმედა.
იტალიურ მედიაში დაწერილი ინფორმაციის მიხედვით, ჟუან ჟესუსი ამავე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციისგან პასუხს სასწრაფოდ მოელის.