" ყოველდღე ვეუბნები, რომ ჩვენი პატარა ჯადოქარია" - "შტურმის" ფეხბურთელი კიტეიშვილზე საუბრობს » სპორტის ხაზი

" ყოველდღე ვეუბნები, რომ ჩვენი პატარა ჯადოქარია" - "შტურმის" ფეხბურთელი კიტეიშვილზე საუბრობს

" ყოველდღე ვეუბნები, რომ ჩვენი პატარა ჯადოქარია" - "შტურმის" ფეხბურთელი კიტეიშვილზე საუბრობს
29-10-2022, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი ფეხბურთელის ოთარ კიტეიშვილის შესახებ, რომელმაც "შტურმს" "ფეინოორდთან" ბოლოს წუთზე მოაგებინა, ავსტრიული კლუბის ფეხბრუთელმა, გრეგორ ვიტრიხმა ისაუბა და განაცხადა.

„ის ფაქტი, რომ კიტეიშვილი შეცვლაზე შემოვიდა და გადამწყვეტი გოლი გაიტანა, ძალიან მახარებს. ის დიდი ხნის განმავლობაში ტრავმის გამო ძალიან გაწვალდა და ძალიან ბევრი ტკივილი გადაიტანა.

ამ ყველაფრის შემდეგ მან უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა. კიტეიშვილს საოცარი დარტყმა გააჩნია და გუნდს ძალიან გვჭირდება. ის ჩვენი პატარა ჯადოქარია და ამას მე მას ყოველთვის ვეუბნები. ახლა ოთარი კარგ ფორმაშია და შეუძლია, თამაშში ცვლილებები შეიტანოს და მოედანზე ვითარება გამოასწოროს“


ქართველის ამ გოლს გამოცემა spox.com-ც გამოეხმაურა - "ბოლო წუთებში ემოციური გოლი გაიტანა ოთარ კიტეიშვილმა. ახლა გუნდს ბოლო ტურამდე აქვს შანსი, პირველი ადგილი დაიკავოს. . ოქროს ბომბარდირის, კიტეიშვილის წარმატება გრაცის შტურმში ყველა გულშემატკივარს გაუხარდა.

26 წლის ფეხბურთელი დინამო თბილისიდან შტურმში 2018 წლის ზაფხულში გადავიდა, კარგ ფორმაში ყოველთვის გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, თუმცა ტრავმებიც ხშირად აწუხებდა. 2021 წლის დასაწყისიდან მას 283 დღე გაუცდა." - ვკითხულობთ სტატიაში.


აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ "შტურმი" მომდევნო შეხვედრას ხვალ, "რიდის" წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი