სპალეტი "სასულოსთან" ნახევარდაცვაში ცვლილებებს გეგმავს - ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო თერთმეტეულს უბრუნდება » სპორტის ხაზი

სპალეტი "სასულოსთან" ნახევარდაცვაში ცვლილებებს გეგმავს - ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო თერთმეტეულს უბრუნდება

სპალეტი "სასულოსთან" ნახევარდაცვაში ცვლილებებს გეგმავს - ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო თერთმეტეულს უბრუნდება
29-10-2022, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

"რეინჯერსთან" 3:0 მოგების შემდეგ, "ნაპოლი" არ ჩერდება და მომდევნო შეხვედრას, დღეს "სასულოს" წინააღდეგ გამართავს.

ცნობილმა იტალიურმა გამოცემამ calciomercato-მ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე პარტენოპეის სასტარტო თერთმეტეული ივარაუდა, სადაც ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაც შეიყვანა.

ნეაპოლელთა კარს ალექს მერეტი დაიცავს. დაცვის ცენტრში მოსალოდნელია, რომ ხუან ჟესუსი დაბრუნდეს, რომელიც კი მინ ჯეს გვერდით დადგება. მარჯვენა ფლანგზე ჩვეულებისამებრ გუნდის კაპიტანი, დი ლორენცო ითამაშებს, ხოლო მარცხნივ დიდი ალბათობით მარიო რუის ვიხილავთ.

ნახევარდაცვის ზონას ლობოტკა, ზელენსკი, ზამბო ანგისა გააკონტროლებენ. შემდევით ხაზში ორი ფეხბურთელის მდგომარეობა გარკვეულია - სასტარტო შემადგენლობას ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია უბრუნდებიან. მხოლოდ ის არის დაუზუსტებელი, თუ ვინ დადგება მარჯვენა ფლანგზე - ლოზანო თუ პოლიტანო.

შეგახსნებთ იმასაც, რომ ზემოთ ხსენებული შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე არის ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი