Gazzetta-it-ის ინფორმაციით, "იუვენტუსი" გუნდის ამჟამინდელ მეკარეს, ვოიცეხ შესნის, კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს.
"ბებერი ქალბატონი" არც მეორე მეკარეზე დაყრდნობას აპირებს, ამიტომ როგორც ზემოთ ხსენებული გამოცემა ვარაუდობს, იტალიური გრანდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ამ პოზიციაზე გაძლიერდება.
გუნდს სამი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს. 23 წლის მარკო კარნეზეჩია, რომელიც ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზეში" "ატალანტადან" იჯარით თამაშობს ; "ემპოლის" მეკარე, გუილელმო ვიკარიოა და მესამე ვარიანტი "ვალენიას" კარის დარაჯი, გიორგი მამარდაშვილია.
უცხოური მედია მოიაზრებს, რომ ფავორიტი გიორგია, თუმცა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და ვიხილავთ თუ არა 22 წლის კარის დარაჯს სერია A-ში.