PHOTO: "თქვენი დროა!" - კვარაცხელია თოფურიასა და დვალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს » სპორტის ხაზი

PHOTO: "თქვენი დროა!" - კვარაცხელია თოფურიასა და დვალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს

PHOTO: "თქვენი დროა!" - კვარაცხელია თოფურიასა და დვალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს
18-02-2024, 03:37
Aa Aa
გაზიარება:

18 თებერვალს, გამთენიისას, ქართული სპორტის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებები შედგება.

UFC-ში მოასპარეზე ორი ქართველი მებრძოლი "მეინ ქარდზე" თავიანთ შეხვედრებს გამართავენ.

ილია თოფურია საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ალექს ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება, ხოლო მერაბ დვალიშვილი გამარჯვებულის ვინაობას ჰენრი სეხუდოსთან გაარკვევს.

მებრძოლებს წარმატება მრავალმა ცნობილმა სახემ უსურვა, რომელთ რიცხვსაც არ გამოკლებია ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელმაც საკუთარი ინსტაგრამის სთორიში თოფურიასა და დვალიშვილის ფოტოები გამოაქვეყნა ინგლისურენოვანი წარწერით "თქვენი დროა!"

PHOTO: "თქვენი დროა!" - კვარაცხელია თოფურიასა და დვალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი