ვინ შეცვლის კვარაცხელიას ცვლილებებზე? - ცნობილი იტალიური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს » სპორტის ხაზი

ვინ შეცვლის კვარაცხელიას ცვლილებებზე? - ცნობილი იტალიური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს

ვინ შეცვლის კვარაცხელიას ცვლილებებზე?  - ცნობილი იტალიური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
29-10-2022, 11:41
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი მედიასთან ყოველთვის საუბრობს იმის შესახებ, რომ მთავარ ფეხბურთელებს შემცვლელი სჭირებათ, რათა დაისვენონ და მომდევნო შეხვედრას ფიზიკურად კარგ მდგომარეობაში შეხვდნენ. ერთ-ერთი განსახილველი საკითხი მარცხენა ფლანგია, სადაც ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს.

63 წლის სპეციალისტის ამ განცხადებებს ცნობილი იტალიური გამოცემა iamoilnapoli გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ "კვარადონას", ზოგჯერ ჯაკომო რასპადორი შეცვლის.

სპალეტი გასულ სეზონში ფსონს ელმასზე დებდა, თუმა მაკედონიელი ნამდვილად არ არის იდეალურ ფორმაში, რაც ამ სეზონში მის სათამაშო დროზეც აისახება.

რასპადორის ძირითადად ნეაპოლელი გულშემატკივრები ნახევარდაცვის ზონაში ხედავდნენ, თითქოს ის იყო დამაკავშირებელი ნახევარდაცვასა და შეტევას შორის. თუმცა, "სასულოში" თამაშის დროს, იტალიელს მარცხენა ფლაგზეც უთამაშნია და კარგი შთაბეჭდილებაც დაუტოვებია.

შეგახსნებთ იმასაც, რომ დღეს, "ნაპოლი" "სასულოს" დაუპირისპირდება და მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებას შეეცდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი