„გულშემატკივარს კარგი თამაში და დამაჯერებელი გამარჯვება უნდა ვაჩვენოთ“ - ბორჯღალოსნების მწვრთნელი » სპორტის ხაზი

„გულშემატკივარს კარგი თამაში და დამაჯერებელი გამარჯვება უნდა ვაჩვენოთ“ - ბორჯღალოსნების მწვრთნელი

„გულშემატკივარს კარგი თამაში და დამაჯერებელი გამარჯვება უნდა ვაჩვენოთ“ - ბორჯღალოსნების მწვრთნელი
10-02-2024, 13:20
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ავჭალაზე ნიდერლანდებთან გასამართი მატჩი წინ ბორჯღალოსნებმა შევარდენზე კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რომელიც დაახლოებით 1 საათი გაგრძელდა.

მორაგბეებმა სტატიკური ფაზებიდან კომბინაციები გადაიმეორეს, მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა კი შემადგენლობასა და მოლოდინებზე ისაუბრა:

„შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილების განხორციელება მოგვიწია. გვქონდა ტრავმები, რის გამოც რამდენიმე მოთამაშე დავიმატეთ. არსებული კონტიგენტით კმაყოფილი ვარ და ველოდებით პირველ საშინაო შეხვედრას. გულშემატკივარს კარგი თამაში და დამაჯერებელი გამარჯვება უნდა ვაჩვენოთ“.

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრა 14 საათზე დაიწყება.

Rugby.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი